ახალი ამბები

“რესპუბლიკელების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს

24 დეკემბერი, 2017 • 2498
“რესპუბლიკელების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ხათუნა სამნიძე აირჩიეს

დღეს, 24 დეკემბერს, რესპუბლიკური პარტიის XVII ყრილობა გაიმართა, რომელზეც დელეგატებმა მომდევნო 2 წლის ვადით, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მთავარი მმართველი ორგანოების – ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა აირჩიეს.

ყრილობა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დამსწრეებს პარტიის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

დელეგატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს წესდებაში შემავალი ცვლილებები პარტიის სტრუქტურული მოწყობის შესახებ. კენჭი ეყარა პარტიის მიერ 2017 წელს შემუშავბულ პოლიტიკის 5 დოკუმენტს.

ახლად არჩეულმა ეროვნული კომიტეტის წევრებმა, თავმჯდომარის წარდგინებით, პარტიის პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია დაამტკიცეს.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, გიორგი ჩუბინიძე გახდა.

ყრილობა ეროვნული კომიტეტის, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების გამოცხადებით და პარტიის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებით დასრულდა.

თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე. ფოტო: რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა

მასალების გადაბეჭდვის წესი