ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცახდებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“რამდენიმე დღეა მედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგიერთ გაზეთში კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა ამ მიზნით მის უწმინდესობასთან ბატონი პაატას ”საიდუმლო შეხვედრისა”.
“ეს ინფორმაცია საერთოდ არის ყალბი და იგი სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იგი კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
