ნანუაშვილის განცხადებით, საპატიმროში პირადად არ მოუნახულებია ვანო მერაბიშვილი და არ ფლობს ინფორმაცისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ნანუაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილს, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ:

 

“მე არ მქონია ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ მის სანახავად და ეს საქმე არის განსაკუთრებული. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, ოჯახის წევრებს კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი საპატიმროში. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს არაერთი წელია,”– განაცხადა ნანუაშვილმა. 

 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, სახალხო დამცველის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, თუ რამდენად მყარია ის მტკიცებულებები, რაც მათ გააჩნიათ:

 

“თავიდან მოხდა ერთ მუხლზე საქმის აღძვრა, შემდეგ კი, რამდენიმე მუხლზე ბრალდების წაყენება. მთავარია, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე”, – აცხადებს ნანუაშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *