უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მამუკა მიქაუტაძის საქმის შესწავლას დამოუკიდებლად აწარმოებს:

 

“ვაწარმაოებთ შესწავლას. ამ ეტაპზე მეტ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. მე ვერ ვიტყვი რიცხვებს, მაგრამ როცა ყველა ამომწურავი ინფორმაცია გვექნება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ახლა ვიკვლევთ დეტალებს და მალე დავდებთ დასკვნას.”

 

მამუკა მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე 2013 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.  

 

მამუკა მიქაუტაძის ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე შსს–ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი რამდენიმე დღის წინ, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ის ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ოჯახის ცნობით, ის აიძულეს მისი მეგობრის, გელა მანჯავიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ივლისს გამოაქვეყნა მამუკა მიქაუტაძის სიკვდილთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე გამოძიების წინასწარი შედეგი. 

 

ამ საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *