ახალი ამბები

განათლების მინისტრი: ორშაბათს მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ფსიქოლოგების ჯგუფი მივა

2 დეკემბერი, 2017 • 2418
განათლების მინისტრი: ორშაბათს მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ფსიქოლოგების ჯგუფი მივა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბთან დაკავშირებით განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განცხადებას ავრცელებს. მიხეილ ჩხენკელი წერს, რომ სამინისტრო გამოძიებასთან თანამშრომლობს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფსოქოლოგები თბილისის 51-ე სკოლაში მივლენ.

“ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად,”- წერია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი