ახალი ამბები

NDI-ის გამოკითხვით ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის 54% “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა მხარს

15 ივლისი, 2013 • • 1102
NDI-ის გამოკითხვით ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის  54% “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა მხარს

ამასთან, NDI-ის კვლევის თანახმად, 19-მა პროცენტმა არ იცის, ვის მისცემდა ხმას  ადგილობრივ არჩევნებზე, 10% “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს, ხოლო 7-მა პროცენტმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

 

დანარჩენი შედეგები კი ასე გადანაწილდა – არც ერთი პარტია – 3%, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 3%, “ლეიბორისტული პარტია” – 3%, სხვა – 2 %.

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი