“რუსუდანს მართლაც მიუძღვის დიდი დანაშაული და ეს დანაშაული არის უზომო ქველმოქმედება. მივმართავ პროკურატურას, რომ არ უსმინოს რუსუდან კევრალიშვილს. მას უფალმა განსაცდელი გამოუგზავნა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი დაზარალდა. ჩვენი მოვალეობაა, რომ იმ დაზარალებულებს თავისი ვალდებულება შევუსრულოთ და მერე თუ დამნაშავეა… ჩვენ ვიქნებით ეს დამნაშავე, “დექსუსი” იქნება, მერია თუ სხვა, ეს გაარკვიოს სასამართლომ”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.
გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელი.
პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა დღეს სასამართლოსგან მოითხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მის მიმართ პატიმრობა გამოიყეენონ. ამის შესახებ რუსუდან კერვალიშვილმა პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იმ დროს, როდესაც ბრალდება წარგვიდგინეს, მორალურად და ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი, რომ ბრალდებას გავცნობოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ბრალდებაში წარმოდგენილ მთელ პათოსს და არა მარტო ვიზიარებ, მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ შეფარდებული იყოს აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა. რათა დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის შესაბამისი ინტერესი და დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მე კომპანიის მართვაში არ ვმონაწილეობდი 7 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი, რაც კომპანიაში ხდებოდა, ბრალდების წარდგენის დროს შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულად ბრალდების წარდგენის მომენტი იყო სხვა სიტუაციის გადაფარვის მცდელობა” – განაცხადა რუსუსდან კერვალიშვილმა
