მისი განცხადებით, პროკურატურა გაცილებით დელიკატურად უნდა მოიქცეს, რადგან დაზარალებული ადამიანების ინტერესები არ დაზარალდეს.

“ცხადია, გამოძიებას წინ არაფერი უდგას, თუმცა მე მიმაჩნია, რომ პროკურატურა გაცილებით დელიკატურად უნდა მოიქცეს ამ საკითხში და ზოგადად ასეთ თემებში, პრიველ რიგში, მენაშენეების გამო კი არა, არამედ იმათ გამო, ვინც ბინებს ელოდება. ასეთი მოქმედებით ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რომ კომპანიამ მთლიანად შეწყვიტოს მოქმედება, ფუნქციონირება და შემდეგ თავისუფლად გადააბრალოს გამოძიებას და თქვას, რომ აი, ჩვენ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ვერ ვმუშაობთ და, შესაბამისად, ვერ ვაკმაყოფლებთ ბინებით. ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ერთგვარად მივიღოთ დასჯილი მეპატრონეები და გადაგდებული ხალხი, ვინც ბინებს ელოდება. მე ვთვლი, რომ ცოტა დელიკატურად უნდა მოიქცნენ და არც ერთ მხარეს არ უნდა მისცენ ზედმეტი არგუმენტი იმისათვის, რომ, საბოლოო ჯამში, შედეგი არ დადგეს. გამოძიების ამოსავალი უნდა იყოს ის, რომ შედეგი დადგეს და ის ხალხი, ვინც ბინებს ელოდება და ფულს იხდის იმისთვის, რომ აშენდეს, დაკმაყოფილდეს. იმედია შედეგი იქნება ის, რომ საქმე გაგრძელდეს და არა გაჩერდეს. პროკურატურის ქმედება არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ეს ხალხი ისე უბინაოდ დარჩეს, როგორც ნაწილი იმ ხალხისა, როგორც აქამდე იყო. ეს არის ჩემი პოზიცია. დანარჩენს გამოძება ანახებს”, – განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, პრობლემები ბევრ კომპანიას ჰქონდა და აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჯაჭვური და სპირალური რეაქცია დაფიქსირდეს:
“ანუ ერთი კომპანიის პრობლემა გადაედოს მეორეს, მესამეს და სპირლაურად ჩაითრიოს მთელი სექტორი იმიტომ, რომ ამის ალბათობაც არის. ანალოგიურად დაზარალებული სხვა კომანიებისაც არის, არის ოლიმპიური ვარსკვლავი და უამრავი ადამიანია იქაც დაზარალებული. აქაც არ იქნება კარგი, რომ შერჩევითი სამართალი იყოს და ისინი, ვინც აფილირებული არიან წინა მთავარობასთან, დაისაჯოს და კომპანია, რომელიც ამ მთავარობასთანაა აფილირებული, არ დაისაჯოს. ამიტომ ცოტა მსოფლმხედველურად მეტი ფიქრია საჭირო, ვიდრე გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუ გვინდა, რომ სიკეთე ხალხმა ნახოს, რაც წესით საერთო ამოცანა იყოს”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.
გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელი.
