კირვალიძემ ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი “ქორთიარდ მარიოტში” ადვიოკატ სოსო ბარათაშვილის მიერ “ტრაქტორების საქმეზე” გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

 

“2 მაისიდან, დღიდან ჩემი გადადგომისა, მე განვაცხადე რომ ვიღებდი ამ საკითხზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დავტოვე თანამდებობა. ფაქტობრივად, კომენტარი არ გამიკეთებია, იმ ძირითადი მოსაზრებით, რომ გამოძიება უნდა დასრულებულიყო მალე სამართლიანად და სამართლებრივად გამართულად. დღევანდელი ფაქტი არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი. მე მივმართავ თხოვნით გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სამართლებრივად და სამართლიანად ეს საკითხი  იქნეს გამოძიებული. რაც, პირველ რიგში, ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის და ღირსების საქმეა. ეს საქმე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული დროზე. 5 ადამიანი, პროფესორები და დოქტორები, წინასწარი პატიმრობის კუთხით იხდიან სასჯელს. ეს საქმე დროულად უნდა დასრულეს და ეს ადამინები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, მე ამის მჯერა. მე მჯერა, რომ სამართალი მალე დადგება, ეს ადამინები მალე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.” 

 

კითხვაზე, რას უკავშირებს დავით კირველიძე პროცესების ასე განვითარებას? კირვალიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შეიკავებს რადგან ამ კითხვის ადრესატი ის არ არის: “სამართლიანობა უნდა აღდგეს, სამართლიანი სახელმწიფო უნდა შეიქმნას და ეს ყველაფერი სასამართლოზე გაირკვევა. რისი დიდი იმედიც და სურვილი მაქვს.”

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე, რომელიც 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს, 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი პროკურატურისათვის მიცემული საჭირო ჩვენება გახდა, რომელიც მას  ზეწოლის შედეგად დააწერინეს. 

 

ამის შესახებ განცხადება მამუკა ივანიაძემ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

ივანიაძე ამბობს, რომ 23- გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი განცხადებით, იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

 

“მემუქრებოდნენ, რომ ციხეში ამომალპობდნენ. რამდენჯერმე იარაღიც დამადეს. მიხსენებდნენ ოჯახის წევრებს. დაკავებისთანავე პირველი 4 საათის განმავლობაში მაიძულებდნენ, რომ ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიმეცა. ჩემზე ზეწოლა იმიტომ გაძლიერდა, რომ დავით კირვალიძე ჩემი კლასელია და ბევრ სამსახურში გვიმუშავია ერთად” – განაცხადა ივანიაძემ საიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

მისი თქმით, კონკრეტულად რა თემაზე უნდა მიეცა მას ჩვენება კირვალიძის წინააღმდეგ, გამომძიებლებმა არ დაუკონკრეტეს. ივანიაძე ეჭვობს, რომ დავით კირვალიძე პოლიტიუკურ შიდა დაპირისპირებას  ემსხვერპლა. 

 

მთავარმა პროკურატურამ შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძის მიერ 2013 წლის 11 ივლისს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაში” გაკეთებული განცახდების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.    

 

“2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში. 

 

შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *