როგორც კბილაშვილმა ეკა ბერიძის საავტორო გადაცემა “მთავარი კითხვის” ეთერით განაცხადა, მინისტრის ეს განცხადება ნორმალურია და იგი მას მშვიდად ისმენს.

 

“რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ის ალბათ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს ძალიან ნორმალურია, რადგან მას შემდეგ, რაც ვამბობთ, რომ ფორმალური მხარე დაცულია, ანუ მთავარ პროკურორს ჰქონდა ამ შკალაში გადაწყვეტილების მიღების უფლება, იქ შეიძლება დალაგდეს რამდენიმე კომბინაცია, რომელიც მიზანშეწონილობის, გემოვნების, სამართლებრივი ლოგიკის თვალსაზრისით დასაბუთებადი იყოს. მე სრული სიმშვიდით ვისმენ მსგავს აზრს იუსტიციის მინისტრისაგან, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს და ექნება საფუძველი, ისევე როგორც სხვათ აზრს, რომ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება უფრო სამართლიანი ყოფილიყო. მაგრამ ის, თუ რატომ ჩავთვალე სამართლიანად და რა საფუძველზე, მე ამის შესახებ ვაცნობე საზოგადოებას. ასე რომ, აქ არ არის ერთი ისეთი წერტილი, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, აქ არის რამდენიმე თანაარსებადი ლოგიკა, რომელიც დასაბუთების პირობებში შესაძლებელია ყოფილიყო გადაწყვეტილება”, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ კბილაშვილმა ლადო ბედუკაძესთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო გარიგება გააფორმა და ეს უკანასკნელი ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. მინისტრის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კოალიცია “ქართულ ოცნებაშიც”. პრემიერ–მინისტრმა მას გადაწყვეტილების გადახედვაც სთხოვა, თუმცა კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადახედვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *