ახალი ამბები

ციხის ბუნტის ეპიზოდზე ახალაიას პროცესი გადაიდო

10 ივლისი, 2013 • • 1053
ციხის ბუნტის ეპიზოდზე ახალაიას პროცესი გადაიდო

 

ბაჩანა ახალაიას წინა სასამართლო პროცესი, რომელიც ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება, ერთი კვირით გადაიდო. ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, პროცესის გადადება ბრალდების მხარის გამო მოხდა:

 

“დაცვის მხარემ დავაყენეთ შუამდგომლობა ბაჩო ახალაიას ბრალდების დაუშვებლად ცნობაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ ითხოვა დრო, რომ მომზადებულიყვნენ. მათ არ ჰქონდათ არგუმენტააცია ამიტომ მოითხოვეს ვადა, რომ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია. მოსამართლემ მათ ერთკვირიანი ვადა მისცა” – განაცხადა ადვოკატმა.

 

მომდევნო სხდომა 17 ივლისს, 12 საათისთვის ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი