ახალი ამბები

ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

20 ნოემბერი, 2017 •
ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

დღეს 20 ნოემბერს ქუთაისში ლგბტქი აქტივისტების ჯგუფმა ქუთაისში ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერი აქცია გამართეს.

“აღიარე ჩემი მკვლელობა – 20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა”, “ჩვენ გვახსოვს საბი, ბიანკა, ზიზი” – ამ წარწერებით შესრულებული შავი ნაჭრები აქტივისტებმა შენობებზე გადმოკიდეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტქი თემის ყველაზე დაუცველი ჯგუფია, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში.

საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალი, მსგავსი ძალადობრივი პრაქტიკის არსებობს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ-კულტურულ გარემოსთან. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საზოგადოება ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ამბობენ აქტივისტები.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საბი ბერიანი საქმე სამართლებრივად არათანმიმდევრული და არასენსიტიური პოლიტიკის შედეგია, რადგან ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია და შესაბამისად არ აწარმოებს ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკას. არაეფექტურად ხდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით მომხდარი დანაშაულებების გამოძიება.

აქციის მონაწილეები საუბრობენ იმაზეც, რომ ტრანსგენდერი პირების სოციალური ჩაგვრის გამომწვევი ფაქტორი, დიდწილად  გენდერის სამართლებრივი აღიარების არაჰუმანურ პოლიტიკას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი