ახალი ამბები

კვირიკაშვილი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობის შესახებ

3 ივლისი, 2013 • • 993
კვირიკაშვილი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობის შესახებ

როგორც ცნობილია, 2013 წლის  28–29 ივლისს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების შეხვედრაა დაგეგმილი.  შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. 

 

ეკონომიკის მინისტრი ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად ვინ წარადგენს ამ შეხვედრაზე ქართულ მხარეს. მისი თქმით, ეს შესაძლოა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იყოს.

 

“მაგრამ მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა იქ არ იგეგმება. მივესალმებით თუ [საქართველოსა და რუსეთს] შორის რეგულარული ფრენები განახლდება. მოლოდინი [ფრენების განახლების], რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა ძნელია დღეს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პოლიტიკის ჭრილში არ იქნეს განხილული. რამდენად მოხერხდება ეს, ამას დროს გვიჩვენებს”, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი