ახალი ამბები

ჯეჯელავა: ვაპირებ სწავლის გაგრძელებას აშშ-ში

14 ნოემბერი, 2017 • 12336
ჯეჯელავა: ვაპირებ სწავლის გაგრძელებას აშშ-ში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აპირებს, თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს. ასევე, სწავლა გააგრძელოს აშშ-ში.

ეს განცხადება მან დღეს სამინისტროში გააკეთა, სადაც უკვე მივიდა ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

“ჩემი საქმიანობა იქნება იგივე, რაც იყო მინისტრობამდე, ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში. როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი და, შესაბამისად, ამის გაგრძელებას ვაპირებ და ასევე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კითხვაზე თუ სად აპირებს ის სწავლის გაგრძელებას, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2017 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი სადოქტოროს გაგრძელება აშშ-ში, რამაც დროში გადაიწია, თუმცა “ვაპირებ ისევ, რომ ჩავაბარო და ამერიკაში წავიდე სადოქტოროსთვის”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი