ახალი ამბები

უსუფაშვილი: მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ პროგრესს ინტეგრაციის მიმართულებით

27 ივნისი, 2013 •
უსუფაშვილი: მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ პროგრესს ინტეგრაციის მიმართულებით

“საბოლოო ჯამში, ჩვენ 2 საათზე მეტი ვიმუშავეთ. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი, პოზიტიური შეხვედრა. ხაზგასმით აღინიშნა, პირველ რიგში, ნატოს გენერლური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო სწორი გზით მიდის. სახეზეა პროგრესი და ვითარების გაუმჯობესება ყველა თვალსაზრისით, დემოკარატიული თვალსაზრისით თუ შეიარაღებული ძალების მზაობის თვალსაზრისით, და ამიტომ მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ გარკვეულ პროგრესს ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ რაიმე სპეციფიკური თარიღები არ დაგვითქვამს, არც სპეციფიკური ინსტრუმენტები, მექანიზმები და და ტერმინები შეგვირჩევია. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და მთავარია, რომ ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დემოკრატიულ ელიტას შეადგენენ, საქართველოს გვერდში არიან. თუ არა მათი ძალისხმევა, გაცილებით უფრო რთული ვითარება იქნებოდა ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით.  ჩვენ შევთანახმდით იმაზე, რომ პარლამენტი იქნება აქტიური მონაწილე პროცესის. სტუმრები დაინტერესდნენ პარლამენტის მუშაობით. მათ ჰქონდათ ინფორმაცია და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკური ცხოვრების ცენტრად იქცა, რაც სწორი და კარგია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი