შეხვედრის დაწყებისას წარმოთქმულ სიტყვაში რასმუსენმა ქვეყანაში პოლიტიკური კოჰაბიტაციის აუცილენლობას გაუსვა ხაზი:
“ჩვენ მივესალმეთ თქვენს ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც მიიღეთ საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ კურსზე, ჩვენ ასევე მივესალმებით ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლილებებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში. ეს პოლიტიკური კოჰაბიტაციის კარგი მაჩვენებელია. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ყველა საპარლამენტო პარტია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ჩვენ ღირებულებებს იზიარებს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ასეთი კანონი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო ტესტი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მის ევროატლანტიკურ ამბიციებს გააძლიერებს. საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და პოლიტიკურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას. პარლამენტს აქვს საკვანძო როლი, რათა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების სფეროში. ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ, რომ იმუშავოთ ერთობლივად. ჩვენ დავეხმარებით თქვენ ქვეყანას, რათა მან ღირსეული ადგილი იპოვოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში”, – განაცხადა რასმუსენმა.