ჟურნალისტებმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აპატურაის კითხვა აღნიშნული ვიდეომუქარის გამოძიების შესახებაც დაუსვეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ამ გამოძიებაში ნატოს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.
“მოდით, ვთქვათ ასე, თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა საერთაშორისო მხარდაჭერა ამის გამოსაძიებლად. ნატოს არ აქვს ამ ტიპის საგამოძიებო სისტემა, მაგრამ მე ვიცი, რომ მოკავშირეები მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ნახონ, რა ხდება. ჩვენ არ გვაქვს არავითარი სამხილი, ეჭვი, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად არიან მიზანში ამოღებული. ისინი არიან სახიფათო ზონაში, როგორც ყველა ჩვენი ჯარისკაცი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომ ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად არიან მიზანში ამოღებული’, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეომუქარის საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს. შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში ჩართულია ეფ–ბი–აი და ისრაელის შესაბამისი სამსახურები. მინისტრი აცხადებს, რომ დადგენილია IP მისამართი, საიდანაც აღნიშნული ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვა მოხდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთი სახის კიბერდანაშაულის გამოძიება მაინც რთულია, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ დანაშაული პროფესიონალებმა ჩაიდინეს.
ს