ახალი ამბები

პრემიერის თქმით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება, რუსეთის ინტერესებს არ აზიანებს

26 ივნისი, 2013 •
პრემიერის თქმით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება, რუსეთის ინტერესებს არ აზიანებს

“რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ეს არ სიამოვნებს და ხვალაც არ ესიამოვნება, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიამოვნებს საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ანგარიშს. ეს არ არის ან ჩემი ან წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი – ევროატლანტიკური სივრცე. ეს არის ჩვენი და ჩვენი ხალხის გადასაწყვეტი. გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს და მათ რიცხვში რუსეთს შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი