ივანიშვილის აზრით, როდესაც ნატოში ინტეგრაციის პროგრესზეა საუბარი, მაპი არ უნდა იყოს ერთადერთი განმსაზღვრელი ელემენტი.

 

“რაც შეეხება მაპს, ჩვენ საკითხს ასე პრინციპულად არ ვაყენებთ. ჩვენ დაველოდებით. ნატოს წევრი ქვეყნები და ალიანსი განიხილავს შიგნით. ჩვენ შევხედავთ, რა რეალური ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაში და იმაზე გავაკეთებთ აქცენტს. დღესაც გვქონდა საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და მაპის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში. ამის მაგალითებიც არსებობს. მაპი არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ და შემდგომ ასე ჩაიწერება თუ ისე, ამაზე პოლემიკა ავწიოთ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ პროგრესს და გენერალურმა მდივანმა ამაზე ისაუბრა. არ უნდა დავწვრილმანდეთ და ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ნაადრევად. შევხედავთ, რაც რეალისტურია, როგორც მოსახერხებლი იქნება და რაც საჭირო იქნება გაისისთვის და ამ ეტაპზეც, ჩვენ იმ პროგრესს მივიღებთ. მაპი ნუ იქნება პრგრესის ერთადერთი ელემენტი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *