ახალი ამბები

რასმუსენი: იმ ძალადობას, რაც ჩვენ 17 მაისს ვიხილეთ, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში

26 ივნისი, 2013 •
რასმუსენი: იმ ძალადობას, რაც ჩვენ 17 მაისს  ვიხილეთ, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში

რასმუსენმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ უკვე განახორციელა შესამჩნევი რეფორმები რამდენიმე სფეროში, ახლა პრიორიტეტი მათი გაგრძელება და იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანაში დემოკრატიას უკვე ღრად აქვს გადგმული ფესვები:

 

“ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობის უფლებების პატივისცემას. იმ ძალადობას, რაც ჩვენ 17 მაისს თბილისის ქუჩებში ვნახეთ, არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხტავის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია”., – განაცხადა რასმუსენმა და პრემიერის მიერ დამოუკიდებლობის დღეს წარმოუთქმულ სიტყვაში ზემოხსენებულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას გაუსვა ხაზი.

 

მისივე თქმით, დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი ასევე იქნება კოჰაბიტაციის ხარისხი. გარდა ამისა, რასმუსენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში 2013 საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ შეცვლილა.

 

“ნატო მზად არის გვერდში დაგიდგეთ ამ გზაზე”.

 

ივანიშილის და რასმუსენის პრესკონფერენცია
ივანიშილის და რასმუსენის პრესკონფერენცია

მასალების გადაბეჭდვის წესი