ახალი ამბები

შს მინისტრი: რისკი იმისა, რომ ფარული ჩანაწერები გავრცელდეს, არსებობს

21 ივნისი, 2013 • • 1201
შს მინისტრი: რისკი იმისა, რომ  ფარული ჩანაწერები გავრცელდეს, არსებობს

ეს განცხადება შს მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა. 

 

მისი თქმით, ვიდეომასალის განადგურების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ხუთკაციანმა კომისიამ ერთობლივად მიიღო: “ეს იყო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილება. კომისია დაკომლექტებულია ხუთი წევრით. პრეზიდენტიც გამოეხმაურა ამ საკითხს, რაზეც გვეცინება. ეს იყო სისტემური დანაშაული. გამოითქვა ინიციტივა, ანალოგიური არა მხოლოდ ჩვენება, პრეზენტაციაც გავმართოთ. არ ვგულისხმობთ ამ კადერბის ჩვენებას. დავასრულეთ პასპორტიზაცია ამ არქივის. ეს არქივი არ დაგვხვდა ჩვენს უწყებაში. ის ეტაპობრივად მოვიპოვეთ. უნდა ვაჩვენოთ ფართო საზოგადოებას. უნდა მოვიწვიოთ დიპლომატები, რათა ვაჩვენოთ, თუ რასთან გვქონდა საქმე. ეს ფაილები მოვაწესრიგეთ. ვიდეომასალაში  არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ასევე არის მასალა საზოგადებისათვის უცნობ პირებზე. გავაკეთეთ ანალიზი და გვინდა წარვუდგინოთ დილომატებს, არასამთავრობობს და მედიას.”

 

ღარიბაშვილის განცახდებით, შს სამინისტრომ ეს თემა უნდა გაშალოს: “საკითხი აქტუალურია და უნდა გავცეთ კითხვას პასუხი, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო შემოპარული სადისტების მიერ განხორციელებული ქმედებები, თუ სადისტური სისტემა. ეს არის ჩვენი ვალდებულება, არ გავანადგუროთ ეს კადრები, ვიდრე საზოგადიოებას არ ექნება პასუხი.”

 

ღარიბაშვილის მტკიცებით, შს სამინისტრო არც ერთ ვიდეოს არ აჩვენებს არავის:”ეს არის გამორიცხული. ეს იყო გამორჩეული ვიდეოკადრები. ციხემდე გადაღებული. ვიდრე იქ ადამიანი შევიდოდა, სამართალდამცავი ორგანოები იყენებდნენ ყველა ბუნძურ მეთოდს, რომ მიეღოთ ჩვენებები. ამხელა არქივია, 13 ათასი ფაილი გვაქვს ხელთ. ეს არქივი არ გამზადებულა ერთ კონკრეტულ წელს. 2004–05 წლის მასალებიც გვაქვს. 9 წლის განმავლობაში მიდიოდა ფარული გადაღება. საქმე გვქონდა სახელმწიფო პოლიტიკასთან.”  

 

შს მინისტრის განცხადებით, მან მოუსმინა საქართვლოს პრეზიდენტის განცხადებას ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ:”მოვუსმინეთ ჩხატარაშვილის და ქარდავას შესახებ, რომ თითქოს ეს უბედურება ამ ორმა ადამიანმა გააკეთა. ლევან ქარდავას მიღებული აქვს ჯილდო პეზიდენტისგან. ჩხატარაშვილი დაჯილდეობულია მედლებით. ცდილობენ სიტუაციის შემსუბუქებას და ლოკალურ ჭრილში დატოვებას. ჩვენს მოქალააქეებს უნდა ავუხსნათ, რასთან გვქონდა საქმე.” 

 

ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ვიდეოფირები გავრცელდეს:”არის არა მხოლოდ ასლები მთელი ამ არქივის, არამედ ბევრი მასალა. რისკი იმისა, რომ მასალის გავრცელება მოხდეს, არსებობს. ამის თავიდან აცილებას ემსახურება ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ერთთვიან ამნისტიას. მათ უნდა გაანადგურონ ფირები ერთ თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაისჯებიან. გარანტია იმისა, რომ არ გამოიყენებენ, არ არის. ჩვენ არ გვეშინია დაბრალების, გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი. თუ ჩვენი სისტემიდან მოხდება გავრცელება, ყველა დაისჯება სამაგალითოდ. ჩემი მოადგილის სახით მაგალითი უკვე გვაქვს.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი