ახალი ამბები

ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

21 ივნისი, 2013 • 1044
ფარული ჩანაწერების განადგურება გადაიდო

“განადგურების ვადა გადაიდო. თუმცა, არ ყოფილა შეცვლილი გადაწყვეტილება, რომ არ განადგურდება. უბრალოდ ვადამ გადაიწია. შემდეგ პარასკევსაც იქნება შეხვედრა და ვადებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ,”- განაცხადა ტუღუშმა. 

 

მისივე განმარტებით, მასალების განადგურების ვადის გადადება პრობლემის საზოგადოებაში სრულფასოვნად წარმოჩენას უკავშირდება.

 

“ზოგადი სურათის შექმნის მიზნით კვლავ იქნება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ შეიქმნას სრულფასოვანი სურათი, რა მდგომარეობაა ამ მხრივ და რა მემკვიდრეობა არსებობს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხვედრების დროს ფარული მასალები იქნება ნაჩვენები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი