ახალი ამბები

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია შსს-ში მიიწვიეს

21 ივნისი, 2013 • 1122
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია შსს-ში მიიწვიეს

“გვითხრეს, რომ მინისტრის თხოვნით კომისიის შეხვედრა დაინიშნა, ვცადე გარკვევა, რა საკითხები იხილებოდა და ვერ გავარკვიე, იმედია, გავარკვევ,”- ამბობს ტუღუში.

 

აქამდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, პირადი ცხოვრების შესახებ ფარული მასალები, რომელიც 52 დისკზეა ჩაწერილი, კვირას, 23 ივნისს, 15:00 საათზე საჯაროდ უნდა გაანადგურონ. 

 

კომისიის წევრთა თქმით, ამ დროისთვის სამინისტროში ფარული მიყურადების შედეგად დაგროვილი 12 888 ფაილი ინახება, რომელიც 300-ზე მეტ დისკზეა ჩაწერილი. აქედან მხოლოდ 52 დისკი უნდა განადგურდეს კვირას, რომლებზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებია შენახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი