„დიდი დამსახურება მიუძღვის ამ ეპარქიაში მეუფე სპირიდონს. მეუფე სპირიდონი იყო ჯერ კიდევ ერის ადამიანი, როდესაც თავდადებულად ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას. დიდია მისი დამსახურება, გახსნილია საბავშვო სახლები, გახსნილია უნივერსიტეტი, სასწავლებლები. მე მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ თავდადებული მოღვაწეობისათვის და ვითვალისწინებ რა, მის დიდ ღვაწლს, დღეს მეუფე სპირიდონი აყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ჩემი სახელით, ჩვენი წმინდა სინოდის სახელით გილოცავთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს ამ მაღალ ჯილდოს. მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი სიცოცხლე,“ – განაცხადა პატრიარქმა.
მეუფე სპირიდონი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2007 წლიდან არის. გასულ წელს მეუფემ „ბათუმელების“ ჟურნალისტის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა.