ახალი ამბები

ბეჭდით წინასწარ დამოწმებული ბიულეტენები და ISFED-ის მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები

21 ოქტომბერი, 2017 • 1921
ბეჭდით წინასწარ დამოწმებული ბიულეტენები და ISFED-ის მიერ დაფიქსირებული სხვა დარღვევები

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დირექტორი, მიხეილ ბენიძე არჩევნების მედია-ცენტრში აცხადებს, რომ 11 საათის მდგომარეობით, მათი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 20 შენიშვნა არის დაფიქსირებული.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციითვე, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

11:00 საათისთვის, „სამართლიანი არჩევენების“ ცნობით, დააფიქსირეს შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

  • #79 ბათუმის საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც ვერ დააკვირდა წილისყრის პროცედურას;
  • #2 ვაკის საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი კომისიამ არ დაარეგისტრირა;
  • #2 ვაკის საოლქო კომისიის #53 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ.
  • #67 ზუგდიდის საოლქო კომისიის #65 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს წაართვა მობილური ტელეფონი და მოგვიანებით დაუბრუნა;
  • #1 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლეოდა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება;

წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების გარეშე გადაინაწილეს კომისიის წევრებმა ფუნქციები;

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #36 საარჩვნო უბანზე წილისყრის ფარულობა დარღვეული იყო;

#30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა;

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე

#79 ბათუმის ოლქის #61 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება:

  • #79 ბათუმის საოლქო კომისიის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა არასწორად მოაწერეს საკონტროლო ფურცელს ხელი;
  • #59 ქუთაისის საოლქო კომისიის #64 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მითითებული არ არის მისი შევსების დრო;
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს ყუთში ჩაგდების დრო, რის შემდეგაც გახსნეს ძირითადი საარჩევნო ყუთი, ამოიღეს საკონტროლო ფურცელი, შეავსეს და ყუთში თავიდან მოათავსეს;
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული;
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიეთითა ყუთში ჩაგდების დრო;
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე პირველი კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა არაუფლებამოსილმა პირმა;
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს ყუთში, რომელიც შემდგომ ამოიღეს ყუთიდან.

კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა:

  • #82 ქობულეთს საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას არ აწარმოებს;

მარკირების პროცედურის დარღვევა:

  • #79 ბათუმის საოლქო კომისიის #45 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;
  • #2 საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;

მარკირების წესის დარღვევა:

  • #7 ჩუღურეთის საოლქოს კომისიის #42 საარჩევნო უბანზე მარკირება უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს გაუკეთდა, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

  • #1 მთაწმინის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა დიდი რაოდენობით ბიულეტენები წინასწარ დაამოწმა ხელმოწერით და ბეჭდით;
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩველს გადასცა 4 ბიულეტენი;
  • #79 ბათუმის ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩველი კონვერტში მოთავსებული ბიულეტენებით გამოვიდა კენჭისყრის კაბინიდან;

“სამართლიანი არჩევნები” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც მათი თქმით, აძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოაჩინონ დარღვევები, სისტემატურად შეაფასონ არჩევნების დღის პროცესი და გადაამოწმონ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი