როგორც მან დღეს, 11 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიურ დონეზე პროგრესი ვერ იქნება მიღწეული მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, თუმცა გარკვეული წინსვლა არსებობს პრაგმატულ საკითხებთან დაკავშირებით:
“პროგრესი დასტურდება იმით, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში ქართული ღვინის შეტანის შესახებ, რაც არის მისასალმებელი. ეს იქნება სერიოზული მოგება იმ კომპანიებისთვის, ვინც აწარმოებს ღვინოს და ვინც დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე. რაც შეეხება სხვა სახის წინსვლებს, არის გარკვეული პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში: ეს ეხება პრაქტიკულ, პრაგმატულ საკითხებს, ისეთებს, როგორიც არის ღვინო და მინერალური წყალი. გარდა ამისა, ეს არის ტრანსპორტის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ეს არის სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივების საქმეში მიღწეული პროგრესი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სანდო ინფორმაცია, რომ ეს საკითხები ასევე დაიძვრება და ყველაზე მეტად, რაც აღელევებს ჩვენ მოსახლეობას – ვიზების საკითხი, აქ გვექნება წინსვლა. ვიმედოვნებ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ძირითად ფორმად რჩება, ასევე მოიტანს შედეგს”, – განაცხადა მან.