ახალი ამბები

ავღანეთში 12 ამბოხებული და ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

11 ივნისი, 2013 •
ავღანეთში 12 ამბოხებული და  ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

გამოცემა  იუწყება, რომ 12 ამბოხებული, რომელთაგან 6 წარმოშობით პაკისტანელი იყო, საჰაერო შეტევას ემსხვერპლნენ.

 

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, წუხელ ქვეყნის აღმოსავლეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, რომელიც პატრულერებისას ნაღმზე აფეთქდა. ნატოში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილი ჯარისკაცის ეროვნებას არ აკონკრეტებენ. 

 

BNA–ს ცნობით, გასული თვის განმავლობაში ავღანეთში სულ 28 ISAF-ის მონაწილე უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავღანეთში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმისას 7 ქართველი ჯარისკაციც დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი