“ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით აისაფის მისიისა და ვიმედოვნებთ, რომ ნატო დაგვეხმარება ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტის გამოძიებაში. ასევე მადლობელი ვიქნებოდი, თუკი ნატო დაგვეხმარება იმ ორი ვიდეოს წარმოშობის დადგენაში, რომლებშიც თალიბები ქართულ შენაერთებს განადგურებით ემუქრებიან”, – ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიზდენტმა ანდერს ფოგ რასმუსენს გაუგზავნა.
წერილში სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის სამძიმრისათვის, ასევე, დაჭრილთა გადარჩენისა და მკურნალობისთვის:
“თქვენ მართალს ბრძანებთ, რომ ავღანეთში აისაფის მისიის მხარდაჭერისთვის საქართველომ გარკვეული ფასი გაიღო, მაგრამ ჩვენ ღრმად გვწამს ამ მისიის დიდი მნიშვნელობის და იმის, რომ ავღანეთში სტაბილურობისა და დაცულობის მიღწევა გადამწყვეტია რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისთვის”, – ნათქვამია წერილში.