ახალი ამბები

შს სამინისტროში უკანონო ფარული ჩანაწერების საკითხს განიხილავენ

7 ივნისი, 2013 • • 1052
შს სამინისტროში უკანონო ფარული ჩანაწერების საკითხს განიხილავენ

შეხვედრაზე განიხილავენ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების განადგურება- არგანადგურების საკითხს.


შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს არასამთავრობო ირგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო საიას იურისტი ეკა ფოფხაძე.


შსს
შსს

ფოფხაძის აზრით, მხოლოდ უკიდურესად მნიშვნელოვანი და გამოძიებისათვვის საჭირო ინფორმაციის შენახვას ეთანხმება საია, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ სახით ინფორმაცია თანდართულია სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად:”თუ ასეთს ადგილი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში უნდა განადგურდეს ეს ინფორმაცია. იმიტომ, რომ ეს არის პირადი ცხოვრების მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და ინტერესი უნდა გაკეთდეს პირადი ცხოვრების დაცულობის კუთხით”– განაცხადა ეკა ფოფხაძემ.


მისი მოსაზრებით, შეიძლება დაისვას კითხვა, ამ ინფორმაციის განადგურებით მომავალში გამოძიება ხომ არ დაზარალდება:”აქაც არსებობს გამოსავალი და ჩვენ გვექნება ინიციტივა, მოხდეს ამ ჩანაწერების აღრიცხვა დოკუმენტურად; ძალიან მოკლე აღწერილობით. ამაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სასამართლომ. რაღაც სამართლებრივი დოკუმენტი უნდა შეიქმნას და ისე მოხდეს დაარქივება ინფორმაციულად, დოკუმენტურად და არა ჩანაწერების სახით.”


“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა გია გვილავამ კი ჟურნალისტებს განუცხადა : “ჩვენ გვაინტერესებს სამინისტროს საბოლოო პოზიცია. რა არის, რაში სჭირდებათ ეს ჩანაწერები და რას აპირებენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მასალები, რომლებიც ინახება სამინისტროში, უნდა იქნეს განადგურებული, თუ კავშირი არ აქვს გამოძიებასთან. თუ გამოძიებასთან კავშირი არ აქვს, არსებობს კანონით დაფიქსირებული პროცედურა, რომ მტკიცებულებები გააქარწყლონ. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები ამ კითხვებზე. ასევე გვაინტერესებს ვინ იქნებიან პასუხისმგებელი პირები და ვის უნდა მივმართოთ”.

 

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და პრესისთვის დახურულია.      

მასალების გადაბეჭდვის წესი