ახალი ამბები

ავღანეთში კოალიციის ძალების მსხვერპლის რაოდენობით საქართველო მე-11 ადგილზეა

7 ივნისი, 2013 • 2990
ავღანეთში კოალიციის ძალების მსხვერპლის რაოდენობით საქართველო მე-11 ადგილზეა

ჰელმანდის პროვინციაში 2001 წლიდან დღემდე კოალიციის ძალდებიდან 935 ჯარისკაცია დაღუპული და მათგან 27 საქართველოდანაა.

საქართველო ავღანეთის მისიაში 1561 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი, თუმცა 2010 წელს, როცა ქვეყანა ISAF-ის ავღანეთის მისიაში ჩაერთო, ადგილზე 750 ჯარისკაცი იყო გაგზავნილი. მათი რიცხვი 2012 წელს გაორმაგდა.

ISAFის მისიაში მონაწილეების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 2013 წლის 19 თებერვლის მონაცემები
ISAFის მისიაში მონაწილეების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 2013 წლის 19 თებერვლის მონაცემები

2010 წელს ავღანეთში 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 2011 წელს – 6 ჯარისკაცი, 2012 წელს – 8 ჯარისკაცი, ხოლო 2013 წელს, დღევანდელი მონაცემებით, 10 ჯარისკაცია დაღუპული.


ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 50 ქვეყანა მონაწილეობს. კოალიციის ძალებს შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ის ძალებზე მოდის, საიდანაც 2001 წლიდან დღემდე 2235 ჯარისკაცია დაღუპული. ჰელმანდის პროვინციაში საქართველო სწორედ აშშ-ის ძალებთან ერთად მონაწილეობს მისიაში.


მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით აშშ-ის შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 444 ჯარისკაცია დაღუპული 2002 წლიდან დღემდე. 158 ჯარისკაცია დაღუპული კანადიდან, 86 – საფრანგეთიდან, 54 – გერმანიიდან, 47 – იტალიიდან, 43 – დანიიდან, 39 – ავსტრალიიდან, 36 – პოლონეთიდან, 34 – ესპანეთიდან და ამის შემდეგ მოდის საქართველო.


საქართველოს შემდეგ მოდიან: ნიდერლანდები, საიდანაც დაღუპულია 25 ჯარისკაცი, რუმინეთი (დაღუპულია 19 ჯარისკაცი), თურქეთი (დაღუპულია 14 ჯარისკაცი).


ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოზე მეტი მსხვერპლი აქვს ავღანეთში მხოლოდ ავსტრალიას. რაც შეეხება სხვა არაწევრ ქვეყნებს, ახალმა ზელანდიამ ავღანეთში 11 ჯარისკაცი დაკარგა, 5 – შვედეთმა, 2-2 – იორდანიამ და ფინეთმა და 1 – სამხრეთ კორეამ.

 

ISAF-ის მისია ავღანეთში 2001 წლიდან ხორციელდება.



ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები:

 

1. მუხრან შუკვანი

2. რამაზ გოგიაშვილი

3. დავით ცეცხლაძე

4. გიორგი კოლხიტაშვილი

5. ნუგზარ კალანდაძე

6. ბესიკ ნინიაშვილი

7. გიორგი ავალიანი

8. ვალერი ვერსკიანი

9. ლავროსი ივანიაძე

10. გია გოგუაძე

11. რეზო ბერიძე

12. შალვა ფაილოძე

13. პაატა კაჭარავა

14. რუსლან მელაძე

15. ვალიკო ბერაია

16. ვალერიან ხუჯაძე

17. გივი ფანცულაია

18. გიორგი კიკაძე

19. მინდია აბაშიძე

20. ალექსანდრე კვიწინაძე

21. ვლადიმერ შანავა

22. ზვიად დავითაძე

23. თეიმურაზ ორთავიძე

24. გიორგი ადამოვი

25. ზურაბ გურგენაშვილი

26. მიხეილ ნარინდოშვილი

27. ბორის ცუგოშვილ

28. ზვიად სულხანიშვილი

29. გიორგი ღუჭაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი