ახალი ამბები

ირაკლი ალასანია ავღანეთშია

7 ივნისი, 2013 • 1384
ირაკლი ალასანია ავღანეთშია

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ალასანია პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას, მოინახულებს დაჭრილ ქართველ სამხედროებს და შეაფასებს ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას. 

“ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. ბისმელა მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართულ კონტიგენტზე თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების თავდადებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის. 

 

ორი ქვეყნის მინისტრმა ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ვითარება და მოქმედების სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 – დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი