ახალი ამბები

TI ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების განადგურებისკენ მოუწოდებს

7 ივნისი, 2013 • 994
TI ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების განადგურებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გაუგებარია, რით იყო გამოწვეული მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლა, მით უმეტეს, რომ ასეთი მასალის შენახვა არღვევს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრინციპებს, ასევე ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს:

 

“მიგვაჩნია, რომ მთავრობის ხელში ამგვარი მასალების შენარჩუნება შეიძლება მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების სურვილს ემსახურებოდეს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები, რომ უკანონოდ ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეების დასაშანტაჟებლად და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის საშუალებად.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი ვიდეოარქივის განადგურების საქმეში, ზედმიწევნით შეასრულოს ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები და დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ეფექტური გამოძიება მომავალში გარეშე პირების მიერ უკანონოდ ჩაწერილი ვიდეომასალის გამოყენების აღსაკვეთად”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა  მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციეbის წარმომადგენლებთან  შეხვედრას დღეს გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დღეს საბოლოო კონსულტაციებს გაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი