ახალი ამბები

“ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე მდგომარება სტაბილურია”

7 ივნისი, 2013 • • 1088
“ავღანეთში ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე მდგომარება სტაბილურია”

“ავღანეთიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე საგანგებო ზომებია მიღებული. ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში. ყველა ქართველი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს  დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება”, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
 
ავღანეთში მყოფი ქართველი მაიორის, ზურაბ ზაქარაიას განცხადებით, ამბოხებულთა შეტევის შედეგად დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ცენტრალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. 
 
“მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვაყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, – აცხადებს მაიორი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
 
შეგახსენებთ, რომ ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ სამხედრო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაშავდა.
 
ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდში
ქართველი ჯარისკაცები ჰელმანდში

მასალების გადაბეჭდვის წესი