ახალი ამბები

ავღანეთში ექვსი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

6 ივნისი, 2013 • 1490
ავღანეთში ექვსი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

გარდაცვლილები არიან: თეიმურაზ ბორთვაძე, გიორგი ადამოვი, ზურაბ გურგენაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილი, ბორის ცუგოშვილი, ზვიად სულხანიშვილი. 

 

ძნელაძის განცხადებით, ზვიად ღუჭაშვილი ნანგრევებშია მოყოლილი და მის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიზებულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის თაობაზე თავდაპირველად ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიმ დაწერა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე:

 

“ეს არის საშინელება და უფრო მეტიც, ასე მალე წინა შემთხვევებისაგან. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატოს მხრიდან”, – წერდა აპატურაი, თუმცა მოგვიანებით მისი სტატუსი “ფეისბუქიდან” წაიშალა.

 

“თალიბების ჯიჰადი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან”, ამ სათაურით youtube-ზე გუშინ ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ჯვაროსანი, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და აუცილებლად დაისჯებიან ქართველებიც. ვიდეომასალა შეიცავს მუქარას ქართველი მებრძოლებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი აღნიშნულ ვიდეოს ფაბრიკაციას უწოდებს და შსს-ს მოუწოდებს დაადგინოს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, 2013
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში, 2013

მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აღნიშნა წელს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად.

 

მანამდე კი, მაისის შუა რიცხვებში ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

2013 წლის მაისში ავღანეთში დაღუპულები
2013 წლის მაისში ავღანეთში დაღუპულები

მასალების გადაბეჭდვის წესი