ახალი ამბები

პავლე კუბლაშვილი შსს–ს კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს

6 ივნისი, 2013 • 1404
პავლე კუბლაშვილი შსს–ს კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს

“იყო შენახული აღნიშნული ინფორმაცია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შანტაჟის მიზნით გამოიყენა. ყოველგვარი საუბარი ამ ინფორმაციის მომდევნო შენახვაზე, საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ეს იქნება კარგად შენახული და არ გახმაურდება, არის უსაფუძვლო. კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ცალკეულ დეტალებს, უნდა

პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი

განადგურდეს დაუყოვნებლივ და ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გადადგას ის ნაბიჯი, რაც გაწერილია კანონში”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მათი საბოლოო პოზიცია – მოხდება თუ არა უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალის განადგურება, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი