ახალი ამბებიეკონომიკა

ეკონომიკაში ნობელის პრემია ამერიკელ ეკონომისტს გადაეცა

9 ოქტომბერი, 2017 • 2884
ეკონომიკაში ნობელის პრემია ამერიკელ ეკონომისტს გადაეცა

2017 წელს ეკონომიკაში ნობელის პრემია ამირიკელ ეკონომისტს, რიჩარდ ტალერს გადაეცა. რიჩარდ ტალერი ჩიკაგოს ბიზნესსკოლის პროფესორია. ის  ქცევით ეკონომიკას სწავლობს. გამარჯვებული ეკონომისტი ნობელის კომიტეტისგან 9 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს.

რიჩარდ ტალერის ქცევითი ეკონომიკური თეორიის თანახმად, გარემოზე გარკვეულმა ქმედებებმა  შესაძლოა ადამიანების გადაწყვეტილებებზე  მოახდინონ გავლენა.

“შევეცდები, რაც შეიძლება ირაციონალურად დავხარჯო მიღებული თანხა”,- ამბობს 72 წლის ეკონომისტი.

ნობელის პრემიის  ჟიურის ერთ-ერთი წევრის შეფასებით, რიჩარდ ტალერმა ახსნა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგია ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. ჟიურის წევრების თქმით, ამერიკელმა ეკონომისტმა აჩვენა, რამდენად მცირე ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს. 

ეკონომიკაში ნობელის პრემია ალფრედ ნობელს არ დაუწესებია. პირველად 1968 წელს დაჯილდოვნდნენ ეკონომისტები ნობელის პრემიით. ნობელიანტი ეკოომისტების კუთხით ამერიკელები ლიდერობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი