ახალი ამბები

ივანიშვილი აპატურაის შეხვდა

3 ივნისი, 2013 • 1103
ივანიშვილი აპატურაის შეხვდა
პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა მადლობა გადაუხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის ინტეგრაციის პროცესში პირადი ჩართულობისთვის:
 
“საუბარი  შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის (NAC)  იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს ინტეგრაციის კურსისა და რეფორმების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა.”
 
ჯეიმს აპატურას დღეს ეწვია საქართველოს, მან ნატოს კვირეული გახსნა, ასევე, იგი ჩართულია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებში. ვიზიტი დაახლოებით სამ კვირაში განხორციელდება.
ივანიშვილი და აპატურაი
ივანიშვილი და აპატურაი

მასალების გადაბეჭდვის წესი