ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი ნატო–ში ასპირანტი ქვეყნების ელჩებს ხვდება

3 ივნისი, 2013 • 1352
ალექსი პეტრიაშვილი ნატო–ში ასპირანტი ქვეყნების ელჩებს ხვდება

აღნიშნული შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც 3–10 ივნისს საქართველოში იმართება.

ალექსანდრე პეტრიაშვილი
ალექსანდრე პეტრიაშვილი

კვირეულს “ქორთიარდ მარიოტში” მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი გახსნიან.

გარდა ამისა, ნატოს კვირეულის ფარლებში გაიმართება სემინარი “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ნატოს შესახებ”. ეს პირველი სემინარია, რომელიც ნატოს ასპირანტი ქვეყნების ფორმატში ტარდება.

კვირეულის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული არიან ნატო–ში ასპირანტი ქვეყნების ელჩების მოადგილეები, ნატო–ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, თურქეთის თავდაცვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი, ალექსი პეტრიაშვილის გარდა, შეხვდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალკალიანს, ასევე, დაგეგმილია თავდაცვის სამინისტროს კრწანისის საწვრთნელი ცენტრისა და იუსტიციის სახლის დათვალიერება.

2011 წლის დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის კომუნიკეში საქართველო პირველად დაჯგუფდა დასავლეთ ბალკანეთის სამ ქვეყანასთან – მონტენეგროსთან, ბოსნია–ჰერცოგოვინასთან და მაკედონიასთან, როგორც ასპირანტი ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი