ახალი ამბებიეკონომიკა

ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშიც პრიორიტეტულია

2 ოქტომბერი, 2017 • 3890
ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშიც პრიორიტეტულია

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტი 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები.

ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 111.2 მლნ ლარით იზრდება და  3 მილიარდ 527 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 463 მილიონ 200 ათასი ლარი. ამ თანხით გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 982.8 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

2018 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის სახელმწიფო  704  მლნ ლარს დახარჯავს. ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:

იმუნიზაცია – 22.4 მლნ ლარი;

C ჰეპატიტის მართვის პროგრამა – 16.0 მლნ ლარი;  

ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი;

ტუბერკულოზის მართვა – 15.6 მლნ ლარამდე;

აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა – 10.0 მლნ ლარზე მეტი

დიალეზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – 35.0 მლნ ლარი;

ფსიქიკური ჯანმრთელობა – 21.0 მლნ ლარი;

დიაბეტის მართვა – 13.0 მლნ ლარი;

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება – 39.0 მლნ ლარი;

სოფლის ექიმი – 26.0 მლნ ლარი;

რეფერალური მომსახურება – 22.3 მლნ ლარი;

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 10.0 მლნ ლარი.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტის პროექტში  25 მლნ ლარია გამოყოფილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე დიდი დაფინანსება, 1 830.0 მლნ ლარზე მეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს.  გასულ წელთან შედარებით სამინისტროს დაფინანსება  572.0 მლნ ლარით გაიზარდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 1 283.2 მლნ ლარია გამოყოფილი. ამ თანხით 2018 წელს შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა; . ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა  და სხვა პროექტები.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 2018 წელს გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი. წყალმომარაგების  ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ხელისუფლება მომდევნო წელს  254.9 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.

“2018 წლის პარლამენტის სამუშაო ვერსია არის იმ ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2016 წლის ბოლოს 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნა წარმოდგენილი. ეს არის მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება მშპ-სთან მიმართებაში, კაპიტალურ ხარჯებზე მეტი თანხების მიმართვა… სწორედ ამას ემსახურება 2018 წლის ბიუჯეტი. ძირითადი თანხები, რაც დამატებითი რესურსის სახით გვქონდა, გამოყოფილია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებიც დამტკიცდა 2016 წლის ბოლოს”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიზო კაკაურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი