ახალი ამბები

შსს დიპკორპუსისთვის პრეზენტაციას გამართავს საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების თაობაზე

30 მაისი, 2013 • • 1028
შსს დიპკორპუსისთვის პრეზენტაციას გამართავს საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების თაობაზე

ზემოხსენებულ საკითხზე კომენტარი შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ბრიუსელში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე.

“საზღვრის დემარკაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობეთ ქვეყანაში არსებულ ყველა საელჩოს და ევროკავშირს. შს სამინისტროში ორშაბათს ვგეგმავთ პრეზენტაციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ კონკრეტულად რა ადგილებში მიმდინარეობს დემარკაციის პროცესი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებების ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში შიდა ქართლში რუსეთის ჯარმა საოკუპაციო ზოლი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია და მავთულხლართებით ჩახერგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი