ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვა “ალტერნატიული ნობელის პრემიით” დაჯილდოვდა

27 სექტემბერი, 2017 • 1888
ხადიჯა ისმაილოვა “ალტერნატიული ნობელის პრემიით” დაჯილდოვდა

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა დაჯილდოვდა Right Livelihood პრიზით, რომელსაც ევროპული მედიასაშუალებები “ალტერნატიულ ნობელს” უწოდებენ. ფონდი, რომელმაც ისმაილოვა ზემოხსენებული პრიზით დააჯილდოვა, სტოკჰოლმშია ბაზირებული.

ხადიჯა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

ფონდის ჟიური აცხადებს, რომ ისმაილოვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დაჯილდოვდა.

ისმაილოვასთან ერთად ჯილდო ეთიოპიელმა აქტივისტმა და ინდოელმა ადვოკატმა მიიღეს. პრიზი 3 მილიონი შვედური კრონია ($374 ათასი), რომელსაც სამივე გამარჯვებული გაინაწილებს.

დაჯილდოვების ცერემონიალი 1 დეკემბერსაა დაგეგმილი. აღნიშნული ფონდი და ჯილდო 1980 წელსაა დაარსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი