დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს–ს ვერტმფრენი მონაწილეობს. ამის თაობაზე ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა”, – აცხადებს პრესსამსახური.

შსს–ს ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია ზედა ვარძიაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *