წეროვანში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორზე ცეცხლი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია [20:00] და მალე მოხდება მისი ლიკვიდაცია.
წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 5 ჰექტრამდე ფართობი და ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.
სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისულია 2 სამაშველო ბრიგადა და 10 მეხანძრე-მაშველი.