ახალი ამბები

ღარიბაშვილი ხანძრებზე: ვიცით დესტრუქციული ძალების ბუნება და არაფერია გამორიცხული

29 აგვისტო, 2022 • 1096
ღარიბაშვილი ხანძრებზე: ვიცით დესტრუქციული ძალების ბუნება და არაფერია გამორიცხული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში გახშირებული ხანძრები დივერსიის შედეგი იყოს“.

მისი განცხადებით, ქვეყნის შიგნით მოქმედი „დესტრუქციული ძალების“ გათვალისწინებით, გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

„საეჭვოცაა, რომ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი…

…ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს დაუდევრობით, სიცხით იყო გამოწვეული.

არის ვერსიები, რომ ეს შესაძლოა იყოს დივერსია. არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.

ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული.

ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ქვეყანაში ბოლო კვირების მანძილზე მოიმატა ხანძრის შემთხვევებმა, მათ შორის, ტყის ხანძრების რიცხვმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი