ახალი ამბები

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

18 ივლისი, 2022 •
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ევროპის მთელ კონტინენტზე ტყის ხანძრები მძვინვარებს. სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ადამიანს ევაკუაცია დასჭირდა.

მეხანძრეები პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ათასობით ჰექტარზე გავრცელებულ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ტყის ხანძრები მძინვარებს მაროკოშიც.

ტყის ხანძრების გავრცელება გასულ კვირაში. წყარო: „გარდიანი“

ტყის ხანძრები ზაფხულის გაუსაძლისი სიცხის მეორე ტალღამ გამოიწვია. მაგალითად, ჰაერის ტემპერატურა პორტუგალიაში 47 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ესპანეთში – 45 გრადუსს.

ხანძარი საფრანგეთში, 17 ივლისი. ფოტო EPA-EFE/SDIS 33 HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

ხანძარი საფრანგეთში, 17 ივლისი. ფოტო EPA-EFE/SDIS 33 HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

„როიტერსის“ ცნობით, საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 14,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარს კი 1,200 მეხანძრე ებრძვის 600-მდე ჯარისკაცის დახმარებით.

გარდა ხანძრებისა, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ჰაერის ტემპერატურაც. მაგალითად, პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გაუსაძლისი სიცხის გამო 7-დან 13 ივლისამდე პერიოდში 238 ადამიანი დაიღუპა – მეტწილად ხნიერი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ; ესპანეთში ამავე მიზეზით ბოლო 4 დღეში 360-მდე ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი