ახალი ამბები

მერაბიშვილის თქმით, მისი შეფასება სუბიექტური იქნება პოლიციის გუშინდელ ქმედებაზე

2 მაისი, 2013 • 942
მერაბიშვილის თქმით, მისი შეფასება სუბიექტური იქნება პოლიციის გუშინდელ ქმედებაზე

“ამ თემაზე მე მაინც სუბიექტური ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება იქნება სუბიექტური, ამიტომ მე შეფასებას არ გავაკეთებ, თქვენ ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეგიძლიათ მისცეთ,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

 

საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილმა პოლიციის ქმედება გუშინდელ აქციაზე შეაფასეს, როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება.

 

იგივე შეფასება მოჰყვა საქართველოში წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა აქციის დაშლას პოლიციის მხრიდან, როდესაც შსს-ს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ფაქტი იყო 2011 წლის 26 მაისს, როდესაც საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა ძალის გამოყენებით, რის შედეგადაც დაშავდა ათეულობით ადამიანი და რამდენიმე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი