ახალი ამბები

რა ჩაიწერება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემაზე – ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ხვდებიან

18 აგვისტო, 2017 • 2264
რა ჩაიწერება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემაზე  – ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ხვდებიან

დღეს, 18 აგვისტოს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ხვდებიან. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, არ გადავადდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება და მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

როგორია ამაზე ხელისუფლების პოზიცია – უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კონსულტაციების დაწყებამდე მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და არ დააკონკრეტა, დათმობს თუ არა ხელისუფლება პოზიციას პროპორციული სისტემის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.

“ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება დიალოგზე, პოლიტიკური პარტიები დათანხმდნენ ამ დიალოგს, რასაც პოზიტიურ შეფასებას ვაძლევთ. სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, გექნებათ ინფორმაცია როგორც მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ასევე მის შედეგებზე მაშინვე, როგორც კი შეხვედრა დასრულდება. წინასწარი მზაობა და ჩვენი მთავარი პირობა არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დალოგისთვის ოპოზიციურ პარტიებთან,”- განაცხადა თალაკვაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძე ბრიფინგს გამართავს.

როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა. 8 ოპოზიციურმა პარტიამ 16 აგვისტოს განცხადებაც გაავრცელა, სადაც იგივე მოთხოვნაა – 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება. ამ მიმართვას არ შეუერთდა რესპუბლიკური პარტია, რადგანაც, მათ სურდათ, განცხადებაში ასევე ასახულიყო 5%-იანი ბარიერის შემცირების საკითხი. ასევე ამ მიმართვას არ შეუერთდა “პარტიოტთა ალიანსი”, რადგანაც, მიიჩნევენ, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე არა 2020 წლიდან, არამედ დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს, რათა იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო, შერეულის ნაცვლად პროპორციული სისტემით გაიმართოს.

“პატრიოტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, აქციებს დაიწყებენ:

“დაანონსებულია ჩვენი საპროტესტო აქციები, რომელიც 17 სექტემბროიდან იწყება. ამ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. თუ კონსენსუსი არ შედგა, ჩვენ საპროტესტო აქციების ფონზე განვაგრძობთ ხელისუფლებისთვის მოწოდების შეთავაზებას, რომ სისტემა შეიცვალოს,” – ამბობს ინაშვილი.

შეხვედრაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვლმა განაცხადა, რომ არავითარი წინაპირობა იმაზე, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა, არ არის. მისივე თქმით, “ევროპუილი საქართველო” ასევე მიიჩნევს, რომ 2020 წელს აუცილებლად პრიპორციული არჩევნები უნდა ჩატრდეს და მანდატები სამართლიანად განაწილდეს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობაზე ი – პლებისციტი ჩატარდეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა რურუა კი მიიჩნევს, რომ მალე გამოჩნდება, დიალოგთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზება მართლაც არის თუ არა გულწრფელი:

“აზრი ექნება ლაპარაკს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოცემულობა დაბრუნდება, რომელმაც გაიარა საერთო სახალხო განხილვები, რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კომისიისადმი და რომელიც გულისხმობს დაბრუნებას იქ, საიდანაც დაიწყო მთელი ეს პროცესი – 2020-ში ქვეყანა გადავა მთლიანად სისტემაზე და ასევე დავამატეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესახებ ვკითხოთ ხალხს, ანუ, ჩატარდეს პლებისციტი,”- განაცხადა ნიკა რურუამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, შალვა შავგულიძეც ასევე ამბობს, რომ ისინი იმ შემთხვევაში დასხდებიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ იქნება მსჯელობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და მის

“თუ ხელისუფლებას სურს იმსჯელოს მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ, ანუ, რომ მაჟორიტარულ-პროპორციული საარცევნო სისტემა უნდა შებარჩუნდეს, ეს არის მისი მისი კონსტიტუცია და მხოლოდ მისი იდეა, შესაბამისად, აქ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ ვერ დავსხდებით,”-ამბობს შალვა შავგულიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი