ახალი ამბები

პარლამენტთან მოქალაქემ “ქართული ოცნების” მაისური დაწვა [Video]

1 მაისი, 2013 •
პარლამენტთან მოქალაქემ “ქართული ოცნების” მაისური დაწვა [Video]

ბერაძის თქმით, ის  შ.პ.ს “კავკასუს როუდ პროჯექტში” მუშად მუშაობდა და 2012 წლის ნოემბერში იმ იმედით დაითხოვეს, რომ მუშაობას კვლავ გააგრძელებდნენ. ბერაძე განმარტავს, რომ ოჯახი მასზეა დამოკიდებული და ჰყავს დიაბეტით დაავადებული მეუღლე, რომელსაც წამლები და სპეციალური კვება სჭირდება, ამის საშუალება კი ოჯახს აღარ აქვს.

 

“ეს მაისური იმიტომ დავწვი, რომ გამოფხიზლდნენ ეს პარლამენტარები, რომლებიც ხალხმა აირჩია, ხალხის იმედით არიან და არაფერს აკეთებენ გაჭირვებული ხალხისთვის,” – განაცხადა ფირუზ ბერაძემ. 

 

“კავკასუს როუდ პროჯექტმა” ქუთაისში ააშენა მთავრობის სახლი, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიხურა, ასევე ეს კომპანია აშენებდა ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობას. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დასაქმების ყოფილი მინისტრი პაატა ტრაპაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი