კომენტარი

„ბიჭუნებო, მე მზად ვარ!“

1 აგვისტო, 2012 • 1475
„ბიჭუნებო, მე მზად ვარ!“

„ბიჭუნებო, მე მზად ვარ!“ 11 ტყვია მოხვდა. მეთორმეტე, ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცს გული წაუვიდა და მატა ჰარისთან ერთად დაენარცხა მიწას. დახვრეტის შემდეგ მისი სხეული ანატომიურ თეატრს გადასცეს.  მისი ბალზამირებული თავი კი პარიზის ანატომიის მუზეუმში ინახებოდა, სანამ მოულოდნელად არ გაქრა.


ეს ეპიზოდი გამახსენა  30 ივლისს Pussy Riot-ის წევრების გამოსვლამ სასამართლოზე. მართალია, გოგოები არც კურტიზანები არიან და არც საიდუმლო აგენტები, უბრალოდ ისინი ასეთივე სითამამითა და სილაღით დაუპირისპირდნენ მათკენ მიმართული „ინკვიზიციას ბნელ ლულებს“. არადა, უბრალოდ აცეკვდნენ ღვთის სახლში, რომელიც, მათივე თქმით, ღვთის სახლი კი არა, მართმადიდებლური ეკლესიის ოფისია, თავისი საბანკეტო დარბაზით, ავტოსადგომით და საპნის ბუშტების გასაშვები აპარატით. ამისთვის სამ პატარა გოგოს შვიდწლიანი სასჯელით ემუქრებიან. ბრალდება ხულიგნობის მუხლი შეუფარდეს, თებერვლის თვეში მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შესრულებული ე.წ. პანკ-ლოცვისთვის: ”ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი”.


გოგოები ამბობდნენ, რომ ვერ გაიგეს ბრალდება. პროკურორი კი თავიდან იმეორებდა მათი დანაშაულის იდეოლოგიურ ინტერპრეტაციას, უაზრო და სასტიკ აბსურდს.


„დიახ, ჩვენ შეიძლება დავუშვით ეთიკური შეცდომა. თუმცა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვინდოდა. „ჩვენი ეთიკური, ხაზგასმით აღვნიშნავ, ეთიკური და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალეულობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავს უფლება მივეცით, რეაგირება მოგვეხდინა  პატრიარქის მოწოდებაზე, რომელმაც მოგვიწოდა: ხმა მიგვეცა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის პოლიტიკისათვის“.


მკაცრი ხმა კი ისევ იმეორებდა: თქვენ უნდა დაისაჯოთ ისე, რომ ვეღარ გაიმეოროთ იგივე.


„მე მეგონა, რომ ეკლესიას უყვარს თავისი შვილები. მაგრამ ირკვევა, რომ აქაც არსებობს განსხვავებები: ეკლესიას უყვარს მარტო ის შვილები, რომლებსაც პუტინის სწამთ“,


„ქორო:

ღვთისმშობელო, ქალწულო, განაგდე პუტინი,

განაგდე პუტინი, განაგდე პუტინი…

(ქოროს დასასრული)


შავი ანაფორა და ოქროს პაგონები

მრევლი მუხლებზე დგას

თავისუფლების აჩრდილი დადის ცაში

გეი-აღლუმი ჯაჭვების ჟღარუნით გაუყენეს ციმბრის გზას“


„ჩვენი სიმღერებისა და გამოსვლებისთვის თემებს დრო გვკარნახობს. ჩვენ მხოლოდ ვრეაგირებთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და  პანკური გამოსვლების ფორმით  ბევრი ადამიანის შეხედულებებსა და განწყობებს გამოვხატავთ.  სიმღერა „ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი“  რუსეთის მრავალი მოქალაქის რეაქციას გამოხატავს, პატრიარქის მოწოდებაზე, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისათვის მიეცათ ხმა 2012 წლის  4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, 


„კგბ-ს უფროსი მათი მთავარი წმინდანია

პროტესტანტებს მიათრევს ბადრაგი საგამოძიებო იზოლიატორში

წმინდანები რომ არ შეურაცხყონ

ქალებმა უნდა შვან და უყვარდეთ…“


ქორო:

ღვითსმშობელო, ქალწულო, გახდი ფემინისტი,

გახდი ფემინისტი, გახდი ფემინისტი…

(ქოროს დასასრული)“


თუ ჯგუფის წევრები სასჯელს იმსახურებდნენ ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის ხელის შეშლის გამო, უკვე დაისაჯნენ, რადგან 5 თვეა, ციხეში იმყოფებიან. 6 თვე კიდევ დაუმატეს.


„ჯგუფის ყველა გამოსვლის ძირითადი თემა არის არა რელიგია ან რწმენა, არამედ 2011 წლის სახელმწიფო სათათბიროს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობა და ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პოლიტიკურ და სოციალურ თავისუფლებებს.“


უწმინდესი პატრიარქი კირილი კი ამბობს: „მართმადიდებელ ადამიანებს არ შეუძლიათ დემონსტარციაზე წასვლა, ისინი არ მიდიან დემონსტრაციებზე, მათი ხმა არ ისმის, ისინი ლოცულობენ თავის მონასტრებში, კელიებში და სახლებში…“


გოგოები პატრიარქის მოწმედ გამოძახებასაც ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.


„ჯვაროსნული ლაშქრობები შავი ჯიპებით,

სკოლაში მღვდელი გელოდება,

წადი გაკვეთილზე და ფული მიუტანე.

რადგან პატრიარქს სწამს პუტინის,

უკეთესი იქნებოდა, მაგ ბოზს, ღმერთის სწამდეს!“


ქორო:

ღვთისმშობელო, ქალწულო, განაგდე პუტინი,

განაგდე პუტინი, განაგდე პუტინი…

(ქოროს დასასრული)“

 

Pussy Riot
Pussy Riot

მასალების გადაბეჭდვის წესი