ახალი ამბები

სახალხო დამცველი: სოლომონ ქიმერიძის საქმე ჩაფარცხულია

30 აპრილი, 2013 • • 1140
სახალხო დამცველი: სოლომონ ქიმერიძის საქმე ჩაფარცხულია

როგორც უჩა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, ეს საქმე ჩაფარცხულია:

 

“სამწუხაროდ, არ არის გამოძიებული. ეს საქმე ისევ ისე პროკურატურაშია და ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არანაირი სიახლე არ არის. ამაზე მე ვფიქრობ, რომ ჩვენც დავინტერესდებით კიდევ ერთხელ, რომ შევახსენოთ ამით. გამოვიძიოთ, რა ეტაპზეა საქმე. რეალურად საქმე არის ჩაფარცხული და ამის შემდეგ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია, რაიმე ნაბიჯები თუ გადადგა გამოძიებამ.”

 

როგორც ნანუაშვილი აცხადებს, გამოძიებას ქიმერიძის საქმეზე თავის დროზე საბოლოო შედეგი არ გამოუქვეყნებია:

 

“გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურას აქვს ათასობით საქმე და პრინციპში იკარგება, აქ ძალიან ბევრი საქმეა. მესმის, რომ რთულია და ასე ადვილი არ არის, მაგრამ რეალურად პროკურატურამ უნდა ამასთან დაკავშირებით თავის დასკვნა გამოაქვეყნოს. გამოძიებას მაშინ საბოლოო შედეგი არ გამოუქვეყნებია.” 

 

აღნიშნულ საქმეზე “ნეტგაზეთის” კითხვას – გამოიძიებს თუ არა შსს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმეს თავიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის მარტში უპასუხა: “უნდა გავარკვიოთ”, თუმცა შს მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რისი გარკვევა იგულისხმა. 

 

2012 წლის თებერვალში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი პოლიციის შენობაში, სადაც დასაკითხად მიიყვანეს, კიბიდან გადმოვარდა. მაშინ უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ქიმერიძე პოლიციელთა ძალადობას ემსხვერპლა. გაიმართა საპროტესტო აქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი